ელექტროენერგია გაიაფდა.. ახალ წლამდე 4 დღით ადრე სემეკმა ტარიფების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.. თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის 3 თეთრით შემცირდა. დღესვე სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტარიფებზეც იმსჯელა და მოუხედავად მოლოდინისა, მომხმარებლებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფები უცვლელი დატოვა, თუმცა წყლის ტარიფი თბილისში, მცხეთასა და რუსთავში ბიზნესისთვის გაიზარდა. რის საფუძველზე შეძლო სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება და როგორ აისახება წყლის გაძვირება საქართველოს 3 ქალაქში კომერციული სექტორის საქმიანობაზე.