12 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება, რის გამოც ტრანსფორმატორი გათიშულია. მერიაში აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან და მაინერების მფლობელებს მოუწოდებენ, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები. თავის მხრივ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ეს არ არის ავარიული გამორთვა და გაზრდილმა ტვირთებმა გამოიწვია. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ BM.GE-სთან აღნიშნეს, რომ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ითიშება, რადგან ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს. როგორ უნდა მოხდეს ოქროს შუალედის პოვნა მაღალმთიანი მოსახლეობისა და ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ინტერესებს შორის და სად არის გამოსავალი?
სტუმარი: პაატა ცინცაძე - საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი;