მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დენის მორიგი სისტემური გათიშვის გამო, მეტროს და რკინიგზის მუშაობა შეფერხდა - აბონენტების ნაწილს შეეზღუდა წყალმომარაგება

მეტრო

თბილისის მეტრომ, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო გაჩერებული იყო, მუშაობა განაახლა.

ამ დროისთვის, უცნობია, აღდგა თუ არა საქართველოს რკინიგზამ სარკინიგზო მიმოსვლა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, სხვადასხვა სადგურზე არსებულ შეფერხებებზე.

bm.ge დეტალების გარკვევას რკინიგზის პრესსამსახურთან ცდილობს.

პარალელურად, სათავე ნაგებობების სატუმბ სადგურებზე დენის გათიშვის გამო, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს აბონენტების ნაწილს.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება „მოკლე პერიოდით ავარიულად“ გაითიშა. მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები