მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, რომ სებ-ის თანამშრომლებმა ეს დასკვნა ყურადღებით შეისწავლეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში.
„როდესაც ინფორმაცია Dentons-ის შესახებ გაჟღერდა, იყო ნათქვამი, რომ ნახეთ ეს დასკვნა და დარწმუნდებით, არაფერი არ ყოფილაო. ძალიან საინტერესოა, რომ Dentons-ის დასკვნა არასოდეს მთლიანად არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ 1-2 გვერდი იყო საჯარო. გარდა ამისა, Dentons-ის დასკვნა არის აგებული მხოლოდ ბანკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. ჩვენ, სებ-ის თანამშრომლებმა შევისწავლეთ ეს დასკვნა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები და ანალიზი იყო აბსოლუტურად სწორი. იმის ანალიზი თუ რატომ არ გამოქვეყნდა მთლიანი დასკვნა, თქვენთვის მოგვინდია", - განაცხადა გვენეტაძემ პლენარულ სხდომაზე.
ცნობისთვის, Dentons-ის ქართული წარმომადგენლობის დასკვნის ნაწილის მიხედვით, რომელიც bm.ge-მ მოიპოვა, TBC-ის მიერ 2008 წელს გაცემული სესხები არ მოდიოდა წინააღმდეგობაში ქვეყანაში მაშინ მოქმედ კანონმდებლობასთან.

























