მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპორტი ახსნა განმარტების გარეშე - რა პრობლემები აქვთ ყაზახ ტურისტებს საქართველოში?

ყაზახი ვიზიტორები შეურაცხმყოფელ ქცევას აწყდებიან საზღვარზე, კვების ობიექტებში, ბანკებში, ტრანსპორტში - ამის შესახებ „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც 2024-2025 წლებში გახშირდა არაკორექტული მოპყრობა ყაზახი ტურისტებისადმი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო პუნქტებზე მკვეთრად გაიზარდა იმ შემთხვევათა რაოდენობა, როდესაც ყაზახეთის მოქალაქეები გაურკვეველი ან არაადეკვატური მიზეზით ვერ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები