დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონფერენცია 4-6 ივლისს, თბილისში, გაიმართა. საერთაშორისო კონფერენციაში, სახელწოდებით - „დეპოზიტების დაზღვევა და საბანკო რეზოლუცია: არსებული ვითარება და სამომავლო გამოწვევები“, 30-მდე ქვეყნის 80-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა, როგორც დეპოზიტების დაზღვევის ფონდებიდან, ისე მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან. კონფერენციის მთავარ მიზანს, საერთაშორისო პარტნიორებს შორის, საბანკო რეზოლუციის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. საქართველოს საბანკო ასოციაცია კონფერენციის მხარდამჭერი იყო, მოდერატორი კი ალექსანდრე ძნელაძე, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი გახლდათ და მისი სასაუბრო თემა ეხებოდა რეზოლუციის ჩარჩოს გამოწვევებს და პერსპექტივებს საბანკო სექტორისთვის.
სტუმრები: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი;
ლევან თოდუა - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი;