მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ₾6.3 მილიარდის ანგარიშებს ფარავს - რა თანხაა აკუმულირებული ფონდში?

მომავალი წლიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა გაფართოვდება. კერძოდ, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი გაორმაგდება და 15 000-დან 30 000 ლარამდე გაიზრდება. სისტემა ამჟამად საბანკო სექტორში არსებულ 50.4 მილიარდის დეპოზიტებიდან ₾6.3 მილიარდი ლარის ანგარიშებს ფარავს. ოქტომბრის მონაცემებით, “დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობაში 5.7 მლრდ ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტები, დანარჩენი იურიდიული პირების. ბანკების მიერ ყოველთვიური შენატანი კი, სისტემაში 3.6 მლნ ლარს აღემატება. ხომ არ გახდება ბანკებისთვის დეპოზიტების დაზღვევის ყოველთვიური გადასახადი წნეხი, როგორ აისახება ეს დეპოზიტების სარგებელზე და რა მოცულობის დეპოზიტების დაზღვევაა სამიზნე მაჩვენებელი?

სტუმარი: ლევან თოდუა - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები