მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 30 000-დან 50 000 -მდე იზრდება

დეპოზიტების დაზღვევა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა გაფართოვდება. მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი აპრილიდან ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 30 ათასიდან 50 ათას ლარამდე იზრდება.

ეს ზღვრის გაზრდის უკვე მესამე შემთხვევაა, თავდაპირველად სისტემა ფარავდა ყველა დეპოზიტს 5000 ლარის ფარგლებში. 2020 წლიდან ლიმიტი 15 000-მდე, 2024 წლიდან კი 30 000-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ 2025 წლის აგვისტოს თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 6 277 889 ლარი შეადგინა. აგვისტოს მდგომარეობით, დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 11.3 მლრდ ლარს აღემატებოდა. აქედან 10.3 მლრდ ლარი ფიზიკურ პირებზე, დაახლოებით 1 მლრდ იურიდიულ პირებზე მოდის.

2018 წლიდან 2025 წლის აგვისტოს ჩათვლით, კომერციული ბანკების მიერ დეპოზიტების დაზღვევისთვის 282.38 მლნ ლარია ფონდში შეტანილი. თანხის ინვესტირებას „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“ სახაზინო ფასიან ქაღალდებში არის ჩადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები