მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპოზიტების დაზღვევა შესაძლოა მხოლოდ 10 000 ლარამდე ანაბრებზე გავრცელდეს

5735e25cb67d3
BM.GE
13.05.16 18:16
1511
დეპოზიტების დაზღვევა შესაძლოა მხოლოდ იმ მეანაბრეებზე გავრცელდეს, რომლებსაც ბანკში 10 ათას ლარამდე თანხა აქვთ განთავსებული. ამ დროისთვის უცნობია დაზღვევა გავრცელდება ნებისმიერ ვალუტაში, თუ მხოლოდ ლარში განთავსებულ ანაბრებზე.
 
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს რომ ლარში დაზოგვის წასახალისებლად და ეროვნულ ვალიტაში დაკრედიტების რესურსის გასაჩენად, პრინციპულად მნიშნველოვანია დაზღვევამ მხოლოდ ლარში განთავსებული ანაბრები მოიცვას.

"ჩემი აზრით ეს არის კრიტიკული, რომ ანაბრების დაზღვევამ მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ანაბარი იქნება ლარში. ამით ხელს შევუწყობთ იმ ფაქტს, რომ მოსახლეობამ ანაბრები შეინახოს ლარში", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტების დაზღვევისგან თავის შეკავებაზე საუბრობს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველიც. როგორც მაია მელიქიძემ „ბიზნესკონტაქტის“ ეთერში განაცხადა, შესაბამისი შენიშვნები კანონპროექტზე ფინანსთა სამინისტროს უკვე გადაეგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები