დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტი ძალაში 2018 წლიდან შევა. თავდაპირველად დაზღვევა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება და ის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდება. ასევე როგორც ცნობილი ხდება დაზღვეული იქნება დეპოზიტები 5000 ლარის ფარგლებში, როგორც ლარში ასევე დოლარში.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავამ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა, რომ შეიქმნება დამოუკიდებელი ფონდი, რომელიც მართვაში შესაძლოა სხვა ორგანიზაციას გადაეცეს, მათ შორის ეროვნულ ბანკს. ფონდის მოცულობა თავდაპირველად 20 მილიონი ლარით განისაზღვრება, რომელსაც სრულად კომერციული ბანკები უზრუნველყოფენ. თუკი ფონდში საკმარისი თანხა არ იქნება, ამ შემთხვევაში სახელმწიფო თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ დეპოზიტარები დააკმაყოფილოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
"ეს იქნება კომერციული ბანკების მიერ შექმნილი ფონდი და სწორედ მათ მიერ მოხდება თანხების შეტანა. ფონდი იარსებებს დამოუკიდებლად, მას ეყოლება თავისი მაართველი ან შესაძლებელი იქნება რომ მართვაში გადაეცეს ისეთ ორგანზიაციას რომელსაც გამოცდილება და რეპუტაცია აქვს. სისტემა ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება.
იყო საუბარი რომ დოლარის დეპოზტები არ დაზღვეულიყო და რომ ამით წახალისებულიყო ლარის დეპოზიტები, თუმცა ევროკავშირის დირექტივა კრძალავს რაიმე დისკრიმინაციას ვალუტების სახით.
გავითვალსწინეთ, რომ კომერციული ბანკებისთვის ძნელი იყოს გადაწყვეტილება რომ ეს თანხები უნდა გადაიხადოს, ამიტომ გავითვალისწინეთ, რომ წნეხი კომერციულ ბანკებზე ნაკლები ყოს.
ვედლოდებით, რომ ეს წაახალისებს მოსახლეობის მხრიდან დეპოზიტებზე თანხის შენახვას. ჩვენ მეტს მოვიხმართ ვიდერე ვინახავთ და მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც საარგებლო იქნება.
სესხებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ შესაძლებელია, სესხების როგორც გაძვირება ისე გაიაფება, მაგრამ საერთშორის პრაქტიკა აჩვენებს რომ დაზღვევის შემდეგ საპროცენტო განაკვეთები ქვევით მიდის", - განაცხადა ლეჟავამ.

























