მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპოზიტების დაზღვევის ფონდის მმართველი, შესაძლოა, ეროვნული ბანკი და სახაზინო სამსახურიც იყოს

58bd5080db8f1
თელარა გელანტია
06.03.17 16:03
1239
დეპოზიტების დაზღვევის ფონდში აკუმულირებული რესურსების ინვესტირება შესაძლებელია მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში. 

აღნიშნულს ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი ითვალისწინებს.

კერძოდ, კანონ-პროექტის მიხედვით, ფონდის რესურსების ინვესტირება შესაძლებელია: ა) საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სავალო ფასიან ქაღალდებში და ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის დეპოზიტებში.
ამასთან, სააგენტოს უფლება აქვს, ინვესტიციების განსახორციელებლად ფონდი სამართავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს გადასცეს.

კანონ-პროექტის მიხედვით, ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიონ ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც შეადგენს დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 6%-ს, მაგრამ 2022 წლამდე ეს შეიძლება იყოს უფრო ნაკლები.

ცნობისთვის: დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. პირველ ეტაპზე დაზღვეული დეპოზიტების მაქსიმალური ზღვარი 5000 ლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები