მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს 1 მლრდ 750 მლნ ლარის დეპოზიტი აქვს დაზღვეული

5c7cc9baebbf1
ლევან თაღიაშვილი
04.03.19 11:05
714

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელის ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, სააგენტოს 1 მლრდ750 მლნ ლარის დეპოზიტი აქვს დაზღვეული.


ამის შესახებ მან "საქმიან დილაში" განაცხადა.

„დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ ფუნქციონირება გასული წლის 1 იანვრიდან დაიწყო; ამ დროის განმავლობაში დეპოზიტების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეკონომიკის ზრდასთან ერთად, დეპოზიტებზე არსებული ნაშთებიც მნიშვნელოვნად მატულობს. 2018 წლის 31 იანვრის მონაცემებით, ამ თანხის ჯამური მოცულობა 10.4 მილიარდი იყო; დღეს კი, 12.2 მილიარდზე მეტია, ეს 17%-იან ზრდას ნიშნავს. სააგენტოს მიერ დაზღვეული დეპოზიტების რაოდენობაც გაზრდილია. სადაზღვევო მოცულობა თითოეულ საბანკო ანგარიშზე შეადგენს 5000 ლარს, აქედან გამომდინარე, დღეისათვის, სააგენტოს დაზღვეული აქვს 1 მილიარდ 750 მილიონი ლარის ოდენობის დეპოზიტები. ველით, რომ წლის განმავლობაში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობაც გაიზრდება და საბანკო ნაშთებზე არსებული მთლიანი ნაშთიც", - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან  ამოქმედდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები