მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დეპოზიტების დაზღვევის სარგებელი იქნება იმაზე მეტი, ვიდრე დამატებითი ხარჯი"

58d1325d7c29b
ელენე გოგბერაშვილი
21.03.17 18:00
1585
"საბანკო სექტორის სარგებელი იქნება იმაზე მეტი ვიდრე დამატებითი ხარჯი", - ამის შესახებ "საქმის კურსთან" ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი დეპოზიტების დაზღვევის სავალდებულო სისტემის ამოქმედებით ბანკების პრეტენზიების საპასუხოდ აცხადებს. კერძო სექტორი მიიჩნევს, რომ დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება საბანკო სექტორს ხარჯს გაუზრდის, რაც წლიურად 15 მილიონიდან 20 მილიონ ლარამდეა. არსებული თანხის კომპესირება კი კერძო სექტორს საპროცენტო განაკვეთების ხარჯზე მოუწევთ. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნული სისტემის შემოღება საბანკო სექტორისთვის მეტი სარგებლის მომტანი იქნება, ვიდრე ეს დამატებითი ხარჯია.

"ბანკებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ ეს დამატებითი ხარჯია, მაგრამ ისინი დაინახავენ, რომ სარგებელი, რასაც მიიღებს სისტემა და საბანკო სექტორი, იქნება იმაზე მეტი, ვიდრე დამატებითი ხარჯი. მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ეს ეხება განსაკუთრებით მცირე დეპოზიტარებს, რომლისთვისაც შეიძლება ძალიან ხარჯიანი იყოს შეაფასოს ბანკის გადახდისუნარიანობა. მათთვის ეს დამატებითი დაზღვევა და უსაფრთხოებაა. ბევრ შემთხვევაში უსაფრთხოება გადაწონის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას", - ახადებს არჩილ მესტვირიშვილი.

დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობამ მოიწონა და დოკუმენტი დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოშია გადაგზავნილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები