ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსურად მშვიდ სიტუაციაში უნდა იყოს მიღებული და ახლა ამისთვის საუკეთესო დროა.
კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა კიდევ უფრო გაამყარებს საფინანსო ინსტუტუტების მიმართ ნდობას.
"ზოგადად ჯობია, ასეთი სისტემა შემოღებული უნდა იყოს ნორმალურ და კარგ სიტუაციაში, რათა ბაზარმა უფრო კარგად მიიღოს ის. ვფიქრობ, ზუსტად ეხლა არის ეს კარგი სიტუაცია. ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული იყო ეს ვალდებულება და სულ ცოტა ხანში აუცილებელი იქნებოდა ამის გაკეთება. ეს არის წინ წაგდებული საქმე",- აცხადებს კობა გვენეტაძე.

























