მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების დოლარიზაცია გაიზარდა - რატომ გადაკონვერტირდა ₾2 მლრდ-ს ანაბრები დოლარში

საბანკო სექტორში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა. დეკემბრის ბოლოს მთლიანი ანაბრების 53% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, მაშინ როდესაც სექტემბრის ბოლოს ეს მაჩვენებელი 49% იყო. ლარიზაციის დონის შემცირება თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ბაზრის მონაწილეებმა ამ პერიოდში 2 მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს. ფინანსისტები განმარტავენ, რომ ლარის ანაბრების მოცულობის კლება ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ ვითარებას და გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება. რამ განაპირობა ლარის დეპოზიტების მოცულობის კლება და გრძელდება თუ არა ეს ტენდენცია მიმდინარე წლის დასაწყისშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები