საბანკო სექტორში დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა. დეკემბრის ბოლოს მთლიანი ანაბრების 53% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, მაშინ როდესაც სექტემბრის ბოლოს ეს მაჩვენებელი 49% იყო. ლარიზაციის დონის შემცირება თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ბაზრის მონაწილეებმა ამ პერიოდში 2 მილიარდი ლარის მოცულობის დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს. მომხმარებელთა ქცევას ფინანსისტები ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ ვითარებას და გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირებენ.