მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპუტატები მინისტრს "საპარტნიორო ფონდის" პორტფელის შეფასების გასაჯაროვებას სთხოვენ

5cfa7151cc2b0
ელენე გოგბერაშვილი
07.06.19 18:08
1296
დეპუტატები ეკონომიკის მინისტრს იმ დასკვნის გასაჯაროვებას სთხოვენ, რომელიც პარლამენტში გამოსვლისას ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ახსენა. მათი თქმით, საუბარია დასკვნაზე, სადაც საპარტნიორო ფონდის საქმიანობა და ფონდის პორტფელში არსებული პროექტები უარყოფითად არის შეფასებული.

ნათია თურნავამ ფონდის განახლების საჭიროებაზე ისაუბრა და დასკვნა, რაზეც გიორგი ქობულია საუბრობდა, თურნავას თქმით, ერთ-ერთი კონსულტანტის ნედლი ნააზრევია, სადაც ძალიან ბევრი მეთოდოლოგიური შეცდომაა დაშვებული.

„საპარტნიორო ფონდი საჭიროებს განახლებას და კონცეფციის შეცვლას. ამაზე საკითხს თავად საპარტნიორო ფონდი აყენებდა ჯერ კიდევ 2015 წლიდან მოყოლებული, როცა საუბარი იყო, რომ საფინანსო ინსტიტუტად გარდაქმნილიყო. ამის მიზეზი არის არა ის, რომ ცუდად მუშაობდა საპარტნიორო ფონდი, არამედ იმ ფორმით, რა ფორმითაც ფონდი 2011 წელს შეიქმნა, ბევრი კარგი საქმე შეასრულა, მაგრამ ამოწურა თავისი თავი. დღეს ჩვენ ახლებური კონცეფციით ფონდის რეფორმაზე ვსაუბრობთ, მათ შორის პრემიერიც და ამაზე ისაუბრა ჩემმა წინამორბედმაც.

როცა დასკვნოს არსებობის შესახებ ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი, მეც დავინტერსდი. არსებობს არა მინისტრის ანალიზი ან დასკვნა, არამედ ერთ-ერთი კონსულტანტის ნააზრევი, რომელსაც ბევრი მეთოდოლოგიური შეცდომა აქვს დაშვებული, მაგალითად აქტივების შეფასების მეთოდოლოგიაში, ზოგი აქტივი არის ნულოვანი ღირებულებით შეფასებული, ზოგი აქტივის ფასი, რომელიც დიდმა ოთხეულმა შეაფასა გარკვეულ თანხად, რატომღაც 50%-ით არის შემცირებული. არის ნედლი ნააზრევი ერთ-ერთი კონსულტანტის, რომელზეც მოვითხოვ, რომ დასკვნად აქციოს, რადგან ამაში თანხაა გადახდილი. მივაყვანინებ ბოლომდე და შემდეგ მოგართმევთ“-განუცხადა დეპუტატებს ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები