მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეპუტატების უპასუხისმგებლობის" გამო, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა

5c114e7e6d3e7
დათო ჯალაღონია
12.12.18 21:35
1390
საქართველოს პარლამენტმა ქვორუმის არარსებობის გამო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს ვერ დაამტკიცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული კოლეგების უპასუხისმგებლობით ახსნა.

საქმე იმაშია, რომ კენჭისყრის წინ რეგისტრაცია უმრავლესობის მხოლოდ 67-მა დეპუტატმა გაიარა, მაშინ როდესაც ქვორუმისთვის მინიმუმ 76 დეპუტატის დარბაზში ყოფნა იყო საჭირო.

შესაბამისად, პლენარული სხდომა ხვალ განახლდება და პარლამენტი მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას ხვალ შეეცდება.

ცნობისთვის, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 13 090 მლნ ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტს დაახლოებით, 630 მლნ ლარით აღემატება.

მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები 12 863.8 მლნ ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, მთავრობა მომავალ წელს 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ინფლაციის პროგნოზი 3%-ია, საბიუჯეტო დეფიციტი კი 2,6%-ზეა დაგეგმილი.

მომდევნო წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების უდიდესი ნაწილი სამ მიმართულებას მოხმარდება. ესენია: ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2019 წელს 3 968.4 მლნ ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნება - 2 მილიარდ ლარს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1 508.5 მლნ ლარით განისაზღვრება.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები