მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი: ბანკების პარპაში უნდა დასრულდეს

5bcdd9d54a02d
BM.GE
22.10.18 18:05
1003
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საქართველოში "ბანკების პარპაში უნდა დასრულდეს",- ასე პასუხობს პარლამენტარი კითხვას ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით.

"ბოლო დროს საქართველოში ყველაფერს დადგმულ სცენარს აბრალებენ და შეიძლება ლარის გაუფასურებაც დადგმულია და შეიძლება მერე ეს ჩვენს საკეთილდღეოდ შემოტრიალდეს.

სერიოზულად თუ შევხედავთ, მე ვფიქრობ, ვერცერთხელ ვერ მოვისმინეთ ვერც პირველი და ვერც მეორე გაუფასურების დროს არგუმენტები. მაშინ ვისმენდით რომ გაუფასურება ჩვენი მეზობლების გამო იყო. ჩვენი მეზობლები მყარდებიან, ჩვენთან ისევ უფასურდება ლარის კურსი. მე წარმომიდგენია არჩევნების შემდეგ რა დაემართება ლარის კურსს იქიდან გამომდინარე, რომ კომპეტენტური განმარტება არცერთმა უწყებამ არ გააკეთა.

მე ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ ლარის კურსი აუცილებლად გაუფაუსრდება. ბანკები იმდენად დიდ მოგებას ღებულობენ ლარის კურსის თამაშით, რომ ამას თუ საკანონმდებლო შეზღუდვა არ დავუწესეთ, დამიჯერეთ ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ",- აცხადებს ჭიჭინაძე.

კითხვაზე, რა ტიპის საკანონმდებლო შეზღუდვები უნდა დაწესდეს, დეპუტატი ვერ აკონკრეტებს.

"ძალიან ბევრი პუნქტია, რომელსაც თავის დროზე ბევრმა ქვეყანამ მიმართა. ბანკების პარპაში უნდა დამთავრდეს. მოგეხსენებათ, ისინი Bloomberg-ზე წინასწარ ერთმანეთს აძლევენ ნიშანს. შაბათ-კვირას ხდება ხოლმე პრაქტიკულად კვირის კურსის დადგენა და ეს არის ინსაიდერული ინფორმაციის მიწოდება ერთმანეთისთვის. სანამ ეს იარსებებს, ბანკები ყოველთვის მოახერხებენ ჩვენი ჯიბიდან ლარის მერყეობის ხარჯზე ჯიბიდან ფულის ამოღებას",- აცხადებს დეპუტატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები