მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპუტატი-გახარიას: რა მიზეზით გთხოვათ ეკონომიკის სამინისტრომ პოლიციელების გაყოლება?

5ccabfbf7df88
ლევან თაღიაშვილი
02.05.19 14:16
1111
საქართველოს პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ წევრის რევაზ არველაძის განცხადებით, გაუგებარია, რაში დასჭირდა ეკონომიკის სამინისტროს პანკისში პოლიციის დახმარება.

მან პარლამენტში პლენარულ სხდომაზე შსს მინისტრ გიორგი გახარიას სთხოვა,აეხსნა მიზეზი, რის გამოც ეკონომიკის სამინისტროს შს სამინისტროს დახმარება სურდა.

„პანკისის მოვლენების შემდეგ მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ერთადერთი, ვინც კანონის შესაბამისად მოქმედებდა, ეს იყო პოლიცია. თუმცა მე მიჩნდება კითხვა, როდესაც ეკონომიკის სამინისტრომ მოგმართათ, რომ საჭირო იყო პოლიციელების გაყოლება, ძალიან მაინტერესებს, რა მიზეზი დაასახელეს, გვითხარით, თუ კონფიდენციალური არ არის. არადა 21 აპრილის წინა კვირას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ იქ ჩასულები და გაცხადდა, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ იყო და ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა", - აღნიშნა არველაძემ.

მისივე თქმით, ინვესტორი კომპანიის ინფორმაციითაც, დაახლოებით, 1 წელი მიდიოდა მოლაპარაკებები და "სათუო არაფერი არ ყოფილა".

"სწორედ ამიტომ, გაუგებარია რაში დაჭირდა ეკონომიკის სამინისტროს პოლიციის დახმარება?", - ჰკითხა მინისტრს დეპუტატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები