მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპუტატი: მამუკა ბახტაძეს ვუწოდებ "პრემიერ-მინისტრს გამოძახებით"

5cdd5b37d47e7
ლიკა გურაბანიძე
16.05.19 16:38
938
„პრემიერ-მინისტრი არაფერზე პასუხისმგებელი არ არის და მას პრემიერ-მინისტრს გამოძახებით ვუწოდებ“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, „საქმიან დილაში“ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის პარლამენტში გუშინდელი გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

“ქობულიას გამოსვლიდან დავინახე, რომ ჩვენ პრაქტიკულად პარლამენტი აღარ გვყავს.

პრემიერ-მინისტრს კოსტუმს ჩააცვამენ და ახალ პრეზენტაციას მოგვიყვება. მუდმივად მწვანე ეკონომიკაზე საუბრობს. მაგალითად, ჭიათურა არის ძალიან კარგი მწვანე ეკონომიკის მაგალითი, რომელიც გადათხრილი და ადუღებულია. მათ თუ ასე ესმით მწანე ეკონომიკა სხვა საკითხია,“ - განმარტა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია გუშინ პარლამენტის კინოდარბაზში დეპუტატების წერილობითი მიწვევის საფუძველზე მივიდა, სადაც მან 17 გვერდიანი ეკონომიკური ხედვა წარადგინა და ეკონომიკის მინისტრობის 8 თვიანი პერიოდი შეაჯამა.

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტში ეკონომიკურ ხედვებზე საუბრისას ის 7 პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის არის საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები