მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპუტატი პრემიერს: უნდა იკავებდეს თუ არა ირაკლი რუხაძე "ლიბერთი ბანკში" ბორდის თავმჯდომარის პოსტს?

5cf0f9b9ee671
ელენე გოგბერაშვილი
31.05.19 13:51
2062
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს სხვა დეპუტატების მსგავსად ისევ „თიბისის საქმეს“ ახსენებს და აცხადებს, რომ ამ დრომდე მთავრობამ ვერ გააქარწყლა ეჭვი, რომ რეალურად თიბისის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან ორკესტრირებულ შეტევას.

დეპუტატი „თიბისის საქმის“ კონტექსტში პრემიერის აზრით ინტერესდება, რომელიც ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ირაკლი რუხაძეს და ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციული პალატის მხრიდან მისი, როგორც არასაიმედო პარტნიორის, აღიარების საკითხს ეხება.

„ვერანაირად ვერ გააქარწყლეთ ის ეჭვი, რომ რეალურად თიბისის შემთხვევაში საქმე გვქონდა ორკესტრირებულ თავდასხმასთან სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ პიროვნებებთან მიმართებაში და ამაში მონაწილეობდა ხელისუფლების სხვადასხვა რგოლი სხვადასხვა გზებით. იმიტომ, რომ ვფიქრობ, მხოლოდ მამუკა ხაზარაძის გადაყენება დაკავებული თანამდებობიდან ბანკში არ იყო ამ საქმის შემადგენელი ნაწილი. ის პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ამ ორკესტრირებული თავდასხმის.

როდესაც თქვენი განცხდებით, კანონის ფარგლებში მოქმედებდა სახელმწიფო, როდესაც რეაგირებას აძლევდა მრავალი წლის წინ სავარაუდოდ ჩადენილ დარღვევას თიბისი ბანკის მხრიდან, მაინტერესებს რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას, ეროვნულ ბანკს პირველ რიგში იმ უხეშ დარღვევებზე, რომელიც ხდება ახლა, ცოცხალ დროში. ვგულისხმობ ლიბერთი ბანკს და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი რუხაძეს, რომლის წინააღმდეგაც ნოემბრში ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციულმა პალატამ გამოტანა განაჩენი, რომლითაც აღიარა არასაიმედო პარტნიორად, დაადანაშაულა ის ორკესტრირებულ თაღლითობაში ფაქტიურად და არასაიმედო ფინანსურ განმკარგველად ჩათვალა.

მაინტერესებს თქვენი პოზიცია, მიგაჩნიათ რომ ასეთი ადამიანი უნდა რჩებოდეს დღემდე ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ? ჩვენ მივმართეთ ეროვნულ ბანკს და გვაინეტერსებს ასე გულმოდგინედ კანონის შემსრულებელი აღმოჩნდება თუ არა ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაშიც, როგორც თიბისი ბანკის შემთხვევაში?“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები