„მინდა პრემიერ-მინისტრს რიტორიკულად ვკითხო, როდის დატოვებს თანამდებობას? - დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა, დაასვენოს ხალხი,“ - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ჭიჭინაძის თქმით, ქვეყანას ეტყობა, რომ პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს.
„ვფიქრობ, რომ რასაც ეს ადამიანი დღეს აკეთებს მხოლოდ ფიქტიური ფუნქციაა, თვითონაც ფიქტიურად მოდის პარლამენტში, ტელევიზორშიც ფიქტიურად გამოდის და პრინციპში დღეს ქვეყანას ეტყობა, რომ პრემიერ-მინისტრი არ ჰყავს“ - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

























