მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპუტატი რომან კაკულია სამინისტროებში მუდმივი მდივნის პოსტის შემოღების ინიციატივით გამოდის

5cd04b7f6443c
ლიკა გურაბანიძე
07.05.19 00:20
921
„17 მინისტრის ცვლილების ფონზე ვრწმუნდები, რომ ეს პოზიცია შემოსაღებია,“ - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა.

კაკულია მიიჩნევს, რომ მუდმივი მდივნის პოსტის შემოღებით სახელმწიფო სტრატეგიულად მინისტრების ცვლილებაზე დამოკიდებული არ იქნება.

„სამინისტროებში არსებობს ასეთი პოზიცია მუდმივი მდივანი და ამ სტრატეგიის შემოღება ჩვენს რეალობაში აუცილებელია. ეს არის სახელმწიფო მოხელე, არა პოლიტიკური ფიგურა, არამედ მუდმივი მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სტრატეგია იყოს ერთი და არ ვიყოთ დამოკიდებულები ამდენი მინისტრების მოსვლა-წასვლაზე. ამის ერთ-ერთი ინიციატორი მე ვიქნები“, - აღნიშნა კაკულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები