მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეპუტატი სებ-ს და მთავრობას აკრიტიკებს: ადამიანები მევახშეების ამარა დავტოვეთ

5cb5b003ced98
ლიკა გურაბანიძე
16.04.19 14:33
835
პარლამენტის წევრ ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, 1 იანვრიდან ამოქმედებული ე.წ. საბანკო რეგულაციები მოქალაქეებს უბიძგებს, რომ მევახშეებს მიმართონ.

პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მევახშეობის თემასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წერილობით მიმართა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მევახშეობასთან დაკავშირებით მივწერე იმიტომ, რომ როგორც ხშირ შემთხვევაში, ისე ახლაც ის რეფორმა, რომელიც პასუხისმგებლიან დაკრედიტებას ეხება, საკმაოდ დაუფიქრებლად განხორციელდა. იპოთეკურ სესხებზე წვდომა შევუწყვიტეთ და მოქალაქეები იძულებულები იქნებიან, მევახშეებს მიმართონ. ჩვენ ადამიანები მევახშეების ამარა დავტოვეთ და მევახშეობის პრაქტიკა თქვენ ძალიან კარგად იცით. მევახშეები არა მხოლოდ საფინანსო სარგებლის ნახვას ცდილობენ, არამედ მათი უპირველესი მიზანი ქონების დაუფლებაა. თუ ჩვენ ამას არ შევცვლით, დადგება დრო, რომ მოქალაქეების ქონება ერთეულების ხელში გადავა“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი კობა გვენეტაძის გარდა, მთავრობასაც ეხება.

„გვენეტაძემ პირობა დადო და ამ პირობას კონკრეტული ვადა არ მოჰყოლია. ამიტომ მე მივწერე, რომ ეს ვადა ჩარჩოებში მომექცია. მივწერე, როდის განაცხადებს ის იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც მევახშეობის საქმიანობას დაარეგულირებდა, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ადმინისტრაციული ვადა არ გასვლია, ამიტომ კიდევ ერთელ მინდა მივმართო, რომ წერილი მიწერილი მაქვს და მისგან პასუხს ველოდები. პასუხს მხოლოდ მისგან არ ველოდები, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ კობა გვენეტაძის საქმე არ არის, არამედ ეს არის მთავრობის საქმეც; მთავრობამ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამ რეგუალციებზე ერთად უნდა იმუშაონ“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები