მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რომელმაც ჭიდაობაში 2024 წელს ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა, ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. გენო პეტრიაშვილი დოკუმენტში უთითებს მისი და მისი მეუღლის სახელზე გაფორმებულ ბინებს, საცხოვრებელს სახლს, ძვირად ღირებულ მანქანებს, რომელიც 2024 და 2025 წლებში შეიძინა.
ხელფასი და შემოსავალი:
დოკუმენტის მიხედვით, გენო პეტრიაშვილმა 2025 წელს პარლამენტის წევრად მუშაობისთვის ხელფასის სახით 112 688 ლარი მიიღო. შემოსავლების ნაწილში, „ქართული ოცნების“ დეპუტატი უთითებს ასევე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრის სტიპენდიის სახით მიღებულ 95 300 ლარს, ასევე best freestyle wrestles 2024-ის საპრიზო თანხას 1000 ევროს მოცულობით, 2024 uww award-ის საპრიზო თანხას 5 494 დოლარის ოდენობით. ამასთან, გასულ წელს მან სადამფუძნებლო თანხის უკან დაბრუნებით 34 500 ლარი მიიღო. გასულ წელს მან ასევე Lexus NX-ის ავტომობილი 15 000 დოლარად გაყიდა, რაც შემოსავალში აქვს დაფიქსირებული.
გენო პეტრიაშვილს თიბისის შემნახველ ანაბარზე 17 799 ლარი აქვს. გასავლის სახით კი ის 60 000-ლარიან სესხს მოემსახურა 16 277 ლარის ოდენობით.
თიბისის შემნახველ ანგარიშზე მას 60 357 ლარი უდევს.
უძრავი ქონება და მანქანები:
„ქართული ოცნების“ დეპუტატი და მისი მეუღლე ნინო მშვიდობაძე ბინებს და სახლს თბილისსა და გორში ფლობენ. უფრო კონკრეტულად გენო პეტრიაშვილის სახელზეა:
- თბილისში, ბაგრატ III-ის ქუჩაზე 45.6 კვ.მ-ის ბინა, რომელიც მას 2024 წელსს აჩუქეს;
- თბილისში, ნავთლუღის ქ. #10-ში 82.6 კვ.მ.-ის ბინა, რომელიც მას ასევე აჩუქეს 2021 წელს;
- გორის სოფელ გაიჩაანთუბანში 2024 წელს 500 დოლარად შეძენილი 400 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთი;
- გორში, აღმაშენებლის ქ.100-ში 2022 წელს 80 000 დოლარად შეძენილ 229 კვ.მ.-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი;
- თბილისში, ლუბლიანას ქ. #11-ში 2014 წელს 55 000 დოლარად შეძენილი 93 კვ.მ.-ის ბინა.
მისი ცოლის ნინო მშვიდობაძის სახელზეა თბილისში, ილია აბულაძის ქუჩაზე 2020 წელს 190 000 დოლარად შეძენილი 191.5 კვ.მ-ის ბინა.
„ქართული ოცნების“ სპორტსმენი დეპუტატი ქონებრივ დეკლარაციაში 4 ძვირად ღირებულ ავტომობილს უთითებს, მათგან 2025 წელს 105 000 ევროდ შეძენილი PORSCHE TAYCAN-ია.
- 2024 წლის მაისში 20 000 დოლარად შეძენილი TOYOTA RAV4;
- 2024 წლის სექტემბერში 45 000 ლარად შეძენილი TOYOTA LC76;
- 2024 წლის ნოემბერში 55 000 ლარად შეძენილი TOYOTA LC76;
- 2025 წლის მაისში 105 000 ევროდ შეძენილი PORSCHE TAYCAN;
გენო პეტრიაშვილი 2018 წლიდან შპს ჩემპიონში 33%-იანი წილის მფლობელია და მისი პარტნიორები მამუკა არევაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არიან. „ოცნების“ დეპუტატს წილი სამართავად აქვს გადაცემული.
მას 2023 წლიდან ეკუთვნის ასევე კომპანია „ნიუ სტარს გრუპ“-ის 67%-იანი წილი, რომელიც სამართავად აქვს გადაცემული.
გენო პეტრიაშვილს გასულ წელს ჰქონდა მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები 19 000 ლარის ოდენობით, ასევე მშენებლობის ხარჯები 7000 ლარის ოდენობით, და ავიაბილეთების საფასური 8 846 ლარის ოდენობით, რა თანხაც მას შემდეგ უკან ჩაურიცხეს.




























