პარლამენტის წევრმა ზაზა ხუციშვილმა გასულ წელს ბარებში სიმღერით 5466 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან, 3432 ლარის ანაზღაურება მან Hard Rock Café-სგან, ხოლო 2034 ლარი კი ბარ „ნალისგან“ მიიღო. აღნიშნული შემოსავალი მის ქონებრივ დეკლარაციაშია ასახული. 2017 წელსვე ხუციშვილმა 600 დოლარის ჰონორარი მიიღო ბაქოში გამართული კონცერტიდან, ხოლო 827 ლარი კი მას საავტორო ჰონორარად უფიქსირდება.
ზაზა ხუციშვილი IX მოწვევის პარლამენტის და პარტია ქართული ოცნების წევრია 2016 წლიდან.
შეგახსენებთ, რომ ხუციშვილი ჯგუფის „ვაკის პარკი“ წევრია.

























