მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Deutsche Bank-ის აქციები მკვეთრად ეცემა - საბანკო კრიზისი გრძელდება

642182f0a0bae
გიორგი თოლორდავა
27.03.23 17:17
785
საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე უმსხვილესი გერმანული საფინანსო ორგანიზაციის, Deutsche Bank-ის აქციები ერთკვირიან ჭრილში 6.5%-ით დაეცა; ერთ თვეში კი ვარდნის მაჩვენებელი 23%-ს აღწევს.

ბანკის დაღმასვლა პირდაპირ კავშირშია შვეიცარიული Credit Suisse-ის პრაქტიკულ კოლაფსთან და $17 მილიარდის ობლიგაციების ჩამოწერასთან. საქმე ისაა, რომ Deutsche-სა და Credit Suisse-ს მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ, შვეიცარიული ბანკის მიერ ობლიგაციების ანულირება კი მნიშვნელოვნად ზრდის Deutsche Bank-ის მიერ დეფოლტის გამოცხადების რისკებს.

გარდა ამისა, ინვესტორები და ტრეიდერები შიშობენ, რომ საბანკო პანიკა ევროპის მასშტაბითაც გავრცელდება და დეპოზიტარები ბანკებიდან თანხის გატანას მოითხოვენ, რაც, ცხადია, ლიკვიდობის კრიზისის რისკებს გაზრდის.

კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, Deutsche Bank-ის ბიზნესმოდელი გამართულია, ბანკი ნებისმიერი გამოწვევისათვის მზადაა და მოქალაქეებსა თუ კლიენტებს სანერვიულო არაფერი აქვთ.

Deutsche-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 21 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ორგანიზაციაა.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები