მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Deutsche Bank თანამშრომლების 50%-ს რობოტებით ჩაანაცვლებს

5a043cd80b4ee
BM.GE
09.11.17 15:30
3768
Deutsche Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ კრიანი თანამშრომლების 50%-ის რობოტებით შეცვლას გეგმავს. მან რესტრუქტურიზაციის ფარგლებში ათასობით თანამშრომელი უკვე გაათავისუფლა. კრიანმა ჟურნალ Finansial Times-ის ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ იგი კიდევ უფრო სერიოზული გარდაქმნებისთვის ემზადება, რაც სამუშაო პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვით და მანქანათმცოდნეობის გამოყენებით ახსნა. მანვე დასძინა, რომ აღნიშნული ცვლილებები საბანკო საქმის ავტომატიზირებას შეუწყობს ხელს - წერს Business Insider.

ამჟამად უმსხვილეს გერმანულ ბანკში დაახლოებით 100 ათასი ადამიანია დასაქმებული და ბანკის აღმასრულებლის განცხადებით, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რადგან მათ ძირითად კონკურენტებს მათზე 50%-ით ნაკლები თანამშრომელი ყავთ.

კომპანია Greenwich Associates-ის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლიდან ფინანსური კომპანიების 75% ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვას დაიწყებს და თანამშრომლების დაახლოებით 15 %-ი სამსახურს დაკარგავს.

''ჩვენ ადამიანების სამსახურში აყვანის მიდგომები უნდა შევცავალოთ და ალბათ უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ რა უნდა აკეთონ თანამშრომლებმა სამუშაო საათებში. ამჟამად ჩვენი თანამშრომლების უმეტესი ნაწილი რობოტების მსგავსად მექანიკურ სამუშაოს ასრულებს და ხვალ მათ ადგილებს რობოტები დაიკავებენ, რომლებიც ადამიანებივით მოიქცევიან"- ფრანკფურტში გამართულ საბანკო კონფერენციის დროს განაცხადა ჯონ კრიანმა.

საკონსულტაციო კომპანია Citigroup-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბანკის თანამშრომლების ფუნქციების მესდამედის ავტომატიზირება შესაძლებელია.ბანკის ფილიალებმა უკვე დაიწყეს განყოფილებების დახურვა - HSBC-მა განყოფილებების 27% დახურა, ხოლო Lloyds-მა - 14%. ინგლისის ბანკის ხელმძღვანელი მარკ კარნი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიების განვითარება უმუშევრობის რისკს ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები