საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის და მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 20 დეკემბრის 00:00სთ-დან 21 დეკემბრის 00:00სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.