დეველოპერებს, შესაძლოა, 5 ბინაზე ერთი ელექტროდამტენის დამონტაჟების ვალდებულება ჰქონდეთ, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 5-წლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს ახალ რეგულაციებზე, რომელიც გულისხმობს ახალი ბინების მშენებლობის დროს ელექტროავტომობილების დამტენების დამონტაჟებას.
"მნიშვნელოვანია თუ შევძლებთ და დიდი ალბათობით ეს გამოგვივა, რომ როდესაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, 5 საცხოვრებელ ბინაზე მოდიოდეს ერთი ელექტრომობილის დამტენი სადგომებში. ელექტრომობილი არის ჩვენი მომავალი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ. ადამიანებს გაცილებით ნაკლები ხარჯი უწევთ, რადგანაც მათ არ აქვთ ხარჯი ბენზინზე, გაზზე და ა.შ.",- განაცხადა კალაძემ.

























