მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეველოპერი: ლარიზაციის პროცესი უკეთესი იქნებოდა შიდა წარმოების წახალისების ხარჯზე დაწყებულიყო

584cfb809746a
BM.GE
11.12.16 11:03
1427
"ლარიზაციის პროცესის დაწყება საქართველოში უკეთესი იქნებოდა შიდა წარმოების წახალისების ხარჯზე მომხდარიყო", - ამის შესახებ საქმიან დილას დეველოპერული კომპანიის სვეტი გენერალურმა დირექტორმა განუცხადა. თორნიკე ჯანელიძის განცხადებით, სამშენებლო მასალების დაახლოებით 60-70% დოლარზეა მიბმული, რადგან იმპორტირებულია.

"ვფიქრობ, რომ ეს თავისუფალი ბაზრის პირობებში ლარში ფასდადება ხელოვნურ ჩარევას გავს.  რაც შეეხება რაიმე სახის რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესებას, მე ისეთი ბაზრის პოზიციებს არ ვემხრობი, სადაც რაიმე სახის რეგულაცია უნდა დამტკიცდეს. თუმცა ვფიქრობ, რომ ფასების ლარში დაფიქსირებას თავისი დადებითი მომენტიც აქვს. მაგალითად, დეველოპერებისთვის კონკურენტულ გარემოს შექმნის. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ამ კონკურენციის პირობებში ბაზარზე ფასები ლარში შეიძლება შემცირდეს“, - აცხადებს ჯანელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები