მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეველოპერისთვის არქიტექტურულ ფირმასთან ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობა უმნიშვნელოვანესია“ - Green Land-ი "ტასჰაბთან" პარტნიორობაზე

greenity
08.05.24 13:32
377

სანდრო ეულის N7-ში დეველოპერული კომპანია Green Land 22-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს GREENITY-ს აშენებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 15-იდან $20 მილიონს აღწევს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ლევან აგლაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, პროექტში საცხოვრებელთან ერთად გათვალისწინებული იქნება საკონფერენციო სივრცეები, მწვანე ტერასები, ორდონიანი ავტოფარეხი, კაფე, კონსიერჟის მომსახურება და 24-საათიანი დაცვა.

„პროექტი სანდრო ეულის 7-ში მდებარეობს, უნივერსიტეტის მეტროდან 50 მეტრში. მიმზიდველია იმით, რომ მეტროსთან სიახლოვისა მიუხედავად, ცენტრალურ გზაზე არ მდებარეობს და კარგი მიკროკლიმატი იქმნება. პროექტი 7 500 კვ.მ-ზეა განთავსებული და საშუალებას გვაძლევს გავამწვანოთ, შევქმნათ დახურული ტიპის კონცეფცია. პროექტში გათვალისწინებულია 24-საათიანი დაცვა, გათვალისწინებულია კონსიერჟის მომსახურება. საკონფერენციო სივრცე მოსახლეობისთვის, რომელიც უფასო იქნება, ფიტნესის დარბაზი, კაფეები, ასევე მებაღის, დალაგების სერვისი. ჩვენი მიზანი იყო, რომ ქალაქის ცენტრში შეგვექმნა კონცეფცია, სადაც ყველაფერი ერთად იქნებოდა ხელმისაწვდომი“, - განაცხადა აგლაძემ.

კომპანიაში პროექტების შეთანხმების პროცესში მერიასთან ურთიერთობის სირთულეებზე და ამ პროცესში დამოუკიდებელი არქიტექტურული კომპანიების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

„მოგეხსენებათ, რამდენი რეგულაციაა, რამდენი ნებართვის ნებართვაა საჭირო, მერიის რამდენ დეპარტამენტთან უწევს ბენეფიციარს ურთიერთობა, ტრანსპორტის სააგენტოს შეიძლება სხვა ხედვა ჰქონდეს, გამწვანებას სხვა. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, რომ ეს თავის ტკივილი მას შემდეგ მომეხსნა, რაც „ტასჰაბის“ გუნდი გავიცანით, რომელიც ამ ყველა დეტალს ერთი ფანჯრის პრინციპით აგვარებს. დეველოპერისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესია, რომ შეთანხმების პროცესს და ამისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციას ერთი კომპანია აგვარებს“, - აღნიშნა აგლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები