მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეველოპერულ კომპანიებს სამშენებლო მტვერის მართვა მოუწევთ

5b48481091854
მეგი კავთუაშვილი
13.07.18 10:26
662
თბილისის მერია სამშენებლო ნორმების გამკაცრებას კიდევ ერთხელ გეგმავს, რომლითაც რეგულაციები დაწესდება მშენებლობებისგან გამოწვეულ და გრუნტის მტვერზე. ცვლილებების თანახმად, სავალდებულო გახდება მშენებლობის პროცესის დამტვერვისგან დამცავი საშაულებების გამოყენება და სამშენებლო მასალის სველი მეთოდით დამუშავება.

„არაერთხელ გვინახავს, როდესაც ხდება ქვის დამუშვება და მიმდებარე არეალში შუეძლებელია გაიარო დაჭრის სამუშაობის გამო. აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ეს რეგულაციები და უნდა მოხდეს სველი მეთოდით დამუშავება ამგვარი სამუშაოების ჩატარების დროს.“ - განაცხადა თბილისი მერმა კახა კალაძემ.

ცვლილებები შევა და გამკაცრდება სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებისა და განთავსების წესში.

„არაერთი შემთხვევა არის როცა დიდი ავტომობილები გადაადგილდებიან საშენი მასალით ღიად, დამცავების გარეშე. ესეც იწვევს ქალაქის დაბინძურებას. მე მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, დაამუშაონ ცვლილებები და წარუდგინოთ პარლამენტს, რომ კანონში მოხდეს ცვლილებების განხორციელება. პარლამენტი მზად არის, რომ ამგვარი ცვლილებები განხორციელდეს“ - განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები