დეველოპერული კომპანია მატერია ქმნის საცხოვრებელ სივცეებს, რომლებიც დამღლელი დღეების შემდეგ იმ თავშესაფრად იქცევა, სადაც განტვირთვა, ბედნიერების ჟამს სიხარულის გაზიარება და მოგონებების შეგროვება იქნება შესაძლებელი. მარტივად რომ ვთქვათ, ის ქმნის მატერიას, რომელსაც თითოეული მაცხოვრებელი საკუთარ, უნიკალურ სახლად აქცევს.
მატერიას ისტორია იწყება ბაზარზე უკვე ცნობილი ბრენდის, Outlook Development-ის 15 წლიანი გამოცდილებით. ისეთი წარმატებული პროექტების შემდეგ, როგორებიცაა, სრულად გაყიდული Outlook Vake და მიმდინარე Outlook Forest, კომპანიამ რებრენდინგის შემდეგ ახალი, უფრო ამბიციური მიზნები დაისახა. დაგეგმილი პრემიუმ კლასის პროექტები ტაბახმელასა და ოქროყანაში და ახალ ბრენდს მოითხოვდა, რომელიც ზუსტად ასახავდა კომპანიის განვითარების ამჟამინდელ ეტაპს.
ასე გაჩნდა მატერია, რომელმაც წინამორბედისგან მემკვიდრეობით მიიღო სანდოობა და ხარისხი. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოებს კვლავ Outlook Construction უძღვება, რაც თითოეული პროექტის საიმედოობის დამატებითი გარანტია. ამ ცვლილებით, კომპანიამ შეინარჩუნა მრავალწლიანი გამოცდილება და ამავდროულად, ახალი სახელითა და ხედვით დაიწყო პრემიუმ სეგმენტის ათვისება.
სახელი მატერია კომპანიის ძირითად კონცეფციას გამოხატავს. მატერია არის პირველადი სუბსტანცია, საწყისი, რომლისგანაც ყველაფერი იქმნება. ამავე ლოგიკით, კომპანია ქმნის საუკეთესო ფუნდამენტს — ინფრასტრუქტურულად გამართულ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს, რომელსაც მაცხოვრებელი თავისი სურვილებისა და ცხოვრების სტილის შესაბამისად იმ სახლად გარდაქმნის, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა.
ეს მიდგომა ადამიანებს უკომპრომისო თავისუფლებას ანიჭებს, რაც მატერიას ხედვით, დღეს ფუფუნების ყველაზე სწორი განმარტებაა.
იმისათვის, რომ კომპანიას სხვადასხვა ცხოვრების სტილის მქონე ადამიანების მოთხოვნებისთვის ეპასუხა, პროექტები სამ ძირითად მიმართულებად დაყო:
- Materia Living — აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ აპარტამენტებს მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქალაქთან სიახლოვე, მაგრამ ამავდროულად სიმშვიდესა და ბუნების წიაღში ცხოვრება სურს. ამ მიმართულების პროექტებია “Funicular Living მატერიასგან”, ბინები ოქროყანაში, რომელიც მომავალში განხორციელდება და “Outlook Forest მატერიასგან”, საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში;
- Materia Estates — ეს არის კონცეფცია, რომელიც ადამიანებს სრულ შემოქმედებით თავისუფლებას ანიჭებს. კომპანია ყიდის ინფრასტრუქტურულად სრულად გამართულ მიწის ნაკვეთებს, სადაც მფლობელს შეუძლია ააშენოს სახლი საკუთარი პროექტით ან აირჩიოს შეთავაზებული ვარიანტებიდან ერთ-ერთი. ამ მიმართულებით პირველი პროექტია Tabakhmela Estates მატერიასგან - მიწის ნაკვეთები ტაბახმელაში, რომელიც თქვენი მომავალი სახლის სრულყოფილი ფუნდამენტი გახდება .
- Materia Hills — მოცემული პროექტი ჩვნს სამომავლო გეგმებში შედის. ეს არის დახურული ტიპის, ექსკლუზიური ვილების დასახლებები მათთვის, ვისთვისაც მაქსიმალურ პრივატულობა და უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი. “Tabakhmela Hills მატერიასგან” ამ მიმართულების პირველი პროექტია, სადაც ავტომობილით გადაადგილება შეზღუდული იქნება და ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში მოიყრის თავს.
მატერია ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც მაცხოვრებლებს უკეთესი, სრულფასოვანი და საინტერესო ცხოვრებით შთააგონებს. ეს არის ინვესტიცია მომავალში, სადაც სახლი სტაბილური კომფორტისა და უკომპრომისო შესაძლებლობების ფუნდამენტია.
დაინტერესების შემთხვევაში, დეტალურ ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდიდან მიიღებთ, ან ეწვიეთ გაყიდვების ოფისს მისამართზე: ქ. თბილისი, ვასილ ბარნოვის ქუჩა #84.

























