მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეველოპერული კომპანია VR Holding-ი VR Shekvetili Forest Beach-ში

დეველოპერული კომპანია VR Holding-ი კომპანიის ახალ, ინოვაციურ პროექტში მომხმარებლებს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს. კომპანია ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, აპარტამენტების შეზღუდულ რაოდენობაზე 12%-იანი ფასდაკლებით, ახალ წლამდე ისარგებლონ. საუბარია VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph-ზე, სადაც ბინები 39.5 კვადრატული მეტრიდან იწყება და მცხოვრებს ავეჯითა და ტექნიკით, სრულად გარემონტებული ბარდება.

ინოვაციური პროექტი VR Shekvetili Forest Beach შავიზღვისპირეთში, გამორჩეულ ადგილას, სანაპიროს პირველ ზოლში, 40 ჰექტარ მიწაზე გაშენდება. შეკვეთილისთვის დამახასიათებელი გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა, მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი, სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო და ზღვის სუფთა წყალი - სწორედ ესაა ის უპირატესობები, რომელთაც დეველოპერული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს. თუმცა განსაკუთრებული ლოკაციის გარდა, პროექტი საინტერესო და გამორჩეული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლებს, პრემიუმ ხარისხის ვილებსა და 5-ვარსკვლავიან სასტუმროს მოიცავს.

VR Shekvetili Forest Beach-ის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება და მცხოვრებლებსა და სტუმრებს კვების ობიექტებით, სარელაქსაციო სივრცეებით, სპორტული კომპლექსებითა და სხვა ინოვაციური ინფრასტრუქტურით სარგებლობის საშუალებას პროექტის ტერიტორიის დატოვების გარეშე, ერთ სივრცეში შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები