კომპანია დეველორი საერთაშორისო საკონსულტაციო და სატრენინგო კომპანიაა, რომელიც ევროპაში უკვე 30 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია საქართველოსა და აზერბაიჯანში აქტიურად მუშაობს 8 წელზე მეტია. დეველორ საქართველო თანამშრომლობს საშუალო და მსხვილ ბიზნესთან და ეხმარება მათ ლიდერებს, რეალური შედეგები მიიღონ კორპორაციული სწავლების შედეგად, გუნდები მართონ ევროპული სტანდარტით და შეცვალონ თანამშრომლების ქცევა სამუშაო ადგილზე.
რამდენად მზადაა კერძო სექტორი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით - დეველორ საქართველოს მმართველი დირექტორი მარიამ ბერიძე საუბრობს.
დეველორ ინთერნეიშენალს 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ბაზარზე, ხოლო საქართველოს ოფისი 8 წლის წინ დაფუძნდა. მოგვიყევით კომპანიის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის შესახებ, რა პრიორიტეტები აქვს დასახული დეველორს სტრატეგიის მიხედვით?
დეველორ ინთერნეიშენალის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია სამ მთავარ მიმართულებას ეფუძნება: გარემოს დაცვა, სოციალური გავლენა და ეკონომიკური ზრდა. ჩვენი 30-წლიანი საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოში 8-წლიანი საქმიანობის მანძილზე, ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბაზარი.
გარემოს დაცვა მოიცავს იმას, რომ გუნდის თითოეული წევრი იაზრებს პასუხისმგებლობას და ვცდილობთ ჩვენი ქმედებებით, ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს აიმაღლონ ცნობიერება ამ მიმართულებით და მიზნად ვისახავთ დადებითი გავლენა მოვახდინოთ იმ საზოგადოებებზე, სადაც ვმუშაობთ.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჩვენი მიზანია მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა ბიზნესის განვითარების გზით. ჩვენი სატრენინგო და საკონსულტაციო სერვისები განკუთვნილია საქართველოსა და სხვა ქვეყნებში კომპანიების ინოვაციისა და წარმატების უზრუნველსაყოფად სწრაფად ცვალებადი ბაზრის პირობებში. უწყვეტი გაუმჯობესებისა და გამძლეობის კულტურის გაღრმავებით, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს შექმნან მდგრადი ბიზნესები, რომლებიც ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი მდგრადობის სტრატეგია არამხოლოდ დღევანდელ საჭიროებებს ეპასუხება, არამედ მომავალ თაობას - ღირსეულ მემკვიდრეობას ტოვებს, რათა მათ შეძლონ ჯანსაღ გარემოში მუშაობა და თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენა. მიგვაჩნია, რომ ჩვენს ძირითად ოპერაციებში მდგრადობის ინტეგრირებით, შეგვიძლია მნიშვნელოვანი ცვლილება შევიტანოთ და ვიყოთ მაგალითი საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს წარმატება ქართული ბიზნეს სექტორისთვის? და რამდენად მზადაა კერძო სექტორი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით?
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ქართული ბიზნეს სექტორისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. ამაში იგულისხმება ევროკავშირის ბაზარზე წვდომის შესაძლებლობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის, ინვესტიციების და ეკონომიკური ზრდის ზრდას. ასევე ნდობის გაძლიერება: ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა ზრდის ქართული ბიზნესების სანდოობასა და მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტორებისა და პარტნიორებისთვის. ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების შესრულების პროცესში განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ადამიანისა და შრომითი უფლებების მიმართულებით. ბევრი კომპანია ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა ამ მიმართულებით, ვფიქრობ, მეტი ძალისხმევაა საჭიროა.
საერთო ჯამში, კერძო სექტორი სწორ გზაზეა, მაგრამ ევროკავშირის სტანდარტების სრულ შესაბამისობას მეტი ძალისხმევა, ევროპული კურსის შენარჩუნება და ინვესტიციები სჭირდება.
შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი კომპანიის ინიციატივა ან პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ამ სტანდარტების დანერგვას კერძო სექტორის მიერ?
გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ბაზარზე დეველორს 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ქართულ ორგანიზაციებში დასავლური სტანდარტები დავნერგოთ. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საშუალო და მსხვილ ბიზნესთან და ვთავაზობთ მათ არაერთ პროგრამას, რომლებიც ლიდერებს ეხმარება გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს და განავითარონ უნარ-ჩვევები უფრო ჯანსაღი, შედეგებზე ორიენტირებული და ძლიერი გუნდების შესაქმნელად. ჩვენი გუნდი ეხმარება მათ გააცნობიერონ ის გლობალური ტრენდები, რომლებიც გავლენას ახდენენ მუშაობის პროცესზე და შეძლონ გუნდები მართონ იმ სტანდარტებით, რომლებიც დანერგილია ევროპის არაერთ ქვეყანაში.
სტატია მომზადებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, ჟურნალისთვის SUSTAINABILITY SPOTLIGHT

























