მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევიდ ბექჰემი ჩინური AliExpress-ის სახე გახდა

დევიდ ბექჰემი

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი და საფეხბურთო კლუბ “ინტერ მაიამის” მფლობელი, დევიდ ბექჰემი ჩინური ონლაინმაღაზიის, AliExpress-ის ბრენდ ამბასადორი გახდა, რაც ამ ტიპის ყველაზე დიდი გარიგებაა, რომელშიც ჩინური კომპანია ამ დრომდე შესულა.

კონკრეტულად რა ჰონორარს მიიღებს დევიდ ბექჰემი ამ სერვისისთვის უცნობია, მაგრამ ინტერნეტში ვრცელდება ფეხბურთელის საინვესტიციო კომპანიის, DRJB Holdings-ის ფინანსური ანგარიში, რომლის თანახმად, 2022 წელს, კომპანიამ $92.5 მილიონის შემოსავალი მიიღო.

ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი ჰოლდინგის, Alibaba-ს საკუთრებაში არსებული AliExpress-ის ეს გადაწყვეტილებას ორი მიზეზი აქვს. პირველი - სხვა ჩინური კომპანიების, მათ შორის Temu-სა და Shein-ის გააქტიურებას უკავშირდება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე, ხოლო მეორე - EURO 2024-ია, რომელიც რამდენიმე დღეში, გერმანიაში დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის სპონსორებს შორის რამდენიმე ჩინურ კომპანიას ვხვდებით, მათ შორის AliPay-ის, BYD-ის, Hisense-სა და Vivo-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები