დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი დღეს პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა. რიში სუნაკმა ის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.
კამერონის დანიშვნა პირდაპირ კავშირშია მინისტრის თანამდებობიდან სუელა ბრეივერმანის გადაყენებასთან, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სწორედ დღეს დაითხოვა. თავად ბრეივერმანის გადაყენების საკითხი მის პოლიტიკურ განცხადებას უკავშირდება. აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ბრიტანეთის ქუჩებში გამართული პროპალესტინური მარში გააკრიტიკა და ჩართულ პირებს თვალთმაქცები უწოდა. მისმა განცხადებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც მისი თანამდებობიდან გადაყენება გახდა აუცილებელი.
შეგახსენებთ, რომ კამერონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 2010-2016 წლებში იყო. მან პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც 2016 წლის ბრექსიტის რეფერენდუმში მარცხი განიცადა. მოგეხსენებათ, ის ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო, შესაბამისად, რეფერენდუმის შედეგებმა მას გადადგმისაკენ უბიძგა.