მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევიდ ვავრა - საქართველომ ბოლო წლებში დიდი სარგებელი მიიღო სავაჭრო მარშრუტებისა და ფინანსების ნაკადების ცვლილებებისგან

ვავრა
25.03.24 14:37
462

ბოლო წლებში საქართველომ უცხოური ვალუტის მაღალი მოცულობის რეზერვები შექმნა და მთავრობის ფინანსების სტაბილურობას მიაღწია, - ამის შესახებ სებ-ის კონსულტანტმა დევიდ ვავრამ კონფერენციაზე „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ მოახერხა ბოლო წლებში დიდი სარგებელი მიეღო სავაჭრო მარშრუტების და ფინანსების ნაკადების ცვლილებებისგან.

„ცენტრალური ბანკისა და მაკროეკონომიკური მართვის პერსპექტივიდან, ბოლო წლებში სიტუაცია ხელსაყრელი იყო. ეს მდგომარეობა კვლავაც შენარჩუნდება“, - აღნიშნა ვავრამ.

მისივე თქმით, საქართველოს წელს პირველი სოლიდური, ხელშესახები ზრდა აქვს და ალბათ, საპროცენტო განაკვეთები შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები