მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დევნილები გამჭვირვალე საბინაო პოლიტიკას ითხოვენ;

დევნილები უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ დევნილთა სააგენტოსთან დროებით იძულებით გადაადგილებული პირების აქცია გაიმართა.აფხაზეთის ომიდან სამი ათწლეულის შემდეგაც კი დევნილთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს მუდმივი საცხოვრისი და მათი უმეტესობა ისევ „დროებით“ კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობს, ყოველგვარი ღირსეული და ადამიანური პირობების გარეშე. დევნილები ამბობენ, რომ ბუნდოვანი საბინაო პოლიტიკა მრავალწლიან კორუფციულ ურთიერთობებსა და სქემებზე დგას. ისინი სახელმწიფოსგან საბინაო პოლიტიკის გამჭვირვალობასა და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები