დევნილების აქცია უსამართლო საბინაო პოლიტიკის წინააღმდეგ. ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. როგორც დევნილები აცხადებენ, აფხაზეთის ომიდან სამი ათწლეულის შემდეგაც კი დევნილთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს ნორმალური საცხოვრისი და მათი უმეტესობა ისევ „დროებით“ კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობს, ყოველგვარი ღირსეული და ადამიანური პირობების გარეშე. მათი თქმით, ამის მიზეზი კორუფციაა. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში კი აცხადებენ, რომ ბინების აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს. ჯემალ გამახარიას თქმით, 2-3 წელში, დევნილების 90%-ს საკუთარი სახლი ექნება.