მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო - დეტალები

ფული

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.

სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების, ან გადაიარაღებისთვის საჭირო ტექნიკასა და დანადგარებს 7500 ლარის ფარგლებში შეუსყიდის.

სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში, გრანტს 30-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებსაც მოქმედი ბიზნესი აქვთ და მათი სამეწარმეო საქმიანობა 2024 წლის 1 იანვრამდეა რეგისტრირებული.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები