მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებისთვის წელს ₾58 მილიონი გამოიყოფა | ჯანდაცვის მინისტრი

მიხეილ სარჯველაძე

დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარი გამოიყოფა, მომავალი წლიდან კი ხარჯები ამ ნაწილში გაიზრდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა დევნილ ოჯახებს ფულადი კომპენსაციის მიღების საშუალებას სთავაზობს.

სიახლე განკუთვნილია იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომელთაც წარსულში არ მიუღიათ საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია. მათ ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ოჯახის ერთ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღონ.

„დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ განაცხადების მიღებაც და შესაბამისად, რეაგირებაც, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით. ამ დროში, ამ წლის დარჩენილ პერიოდშია გათვალისწინებული 58 მილიონი და ეს მართლაც ძალიან სწრაფი ტემპით უამრავი ოჯახის არსებული პრობლემის გადაჭრის რეალური და ქმედითი მექანიზმი გახლავთ“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აღსანიშნავია, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები