მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს

ცაგარეიშვილი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის პოზიციას დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს.

ახალი ხელმძღვანელი სააგენტოს თანამშრომლებს "ქართული ოცნების" მთავრობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა წარუდგინა.

გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ დავით კაიკაციშვილს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამენ, რათა დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხებზე კიდევ უფრო ეფექტური მუშაობა განხორციელდეს.

უწყების ცნობით, დავით კაიკაციშვილი 2012 წლიდან საჯარო სამსახურში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. ამ დრომდე ის ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე, დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. მისი ჩართულობით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მიმართულია იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფაზე.

ამ დრომდე, სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჯიქია იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები