მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დევნილთა რაოდენობა, რომელთაც თვეში 1250 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ

5b4b0647c4586
მეგი კავთუაშვილი
15.07.18 14:00
2257
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ღია მონაცემების ლაბორატორიამ საქართველოში მცხოვრები იმ დევნილი მოსახლეობის რაოდენობა გამოაქვეყნა, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარს აღემატება. ქვეყნის მასშტაბით ასეთი 9 474 პირია, მათი უმრავლესობა 5942 ადამიანი თბილისში ცხოვრობს.
მეორე ადგილზე მაღალშემოსავლიანი დევნილების რაოდენობით სამეგრელო -ზემო სვანეთია (1 381 პირი), მესამეზე კი - შიდა ქართლი (501 პირი).
DATALAB-ის ცნობით, ქვეყანაში სულ 277 403 დევნილი მოქალაქე ცხოვრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები