მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევნილთა სააგენტო ქირას 150 ოჯახს გადაუხდის

5ea978008a7dd
BM.GE
29.04.20 16:46
824
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ერთჯერად ფულად დახმარებას 362 დევნილს გაუწევს, ქირის თანხით კი 150 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უზრუნველყოფს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ მიმართულებით, მხოლოდ აპრილში, სააგენტოს ბიუჯეტიდან 62 250 ლარი გამოიყო. ერთჯერადი ფულადი დახმარება, სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გაიცემა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გაითვალისწინა ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა და ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება კრიტერიუმების შესაბამისად დააკმაყოფილა. დევნილთა საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით, ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები