მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევნილთა სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს

6200d3fa6f98e
თელარა გელანტია
07.02.22 20:50
5569
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორად ჯაბა სირბილაძე დაინიშნა.

ინფორმაცია bm.ge-ს სააგენტოშიც დაუდასტურეს.

მან ამ პოსტზე ბესარიონ სიმონიშვილი შეცვალა. როგორც bm.ge-ს სიმონიშვილმა განუცხადა, ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

ჯაბა სირბილაძე კი ბოლო სამი წლის განმავლობაში მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობდა.

ჯაბა სირბილაძის CV

განათლება
1998 – 2006 წლები – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მენეჯერი, სამკურნალო/ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი.

სამუშაო გამოცდილება
2022 წლის თებერვლიდან – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი;.
2020-2022 წლები – ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი GOG1, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;
2019-2020 წლების – ფონდის პროექტის მენეჯერი GOG1, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;
2017 წლიდან დღემდე – პარტნიორი, შპს ფოქს თრეიდინგ ჯგუფი;
2016- 2017 წლები – ბიზნეს განვითარების დირექტორი, ქირურგიის ეროვნული ცენტრი;
2012-2015 წლები – ადმინისტრაციის დირექტორი, შპს „სმაილი“;
2011-2012 წლები – გენერალური დირექტორის მოადგილე, რეფერალური ჰოსპიტალი;
2011 წელი – მთავარი სპეციალისტი. HIV/AIDS, Hepatitis, STIs, დაავადებათა კონტროლის ცენტრი;
2011 წელი – სტატისტიკის დეპარტამენტი,მთავარი სპეციალისტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი;
2007-2008 წლები – პროექტის კოორდინატორი საქართველოში, გაეროს მოსახლეობის ფონდი, პროექტი – რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინიციატივა ახალგაზრდებისთვის სამხრეთ კავკასიაში;
2004-2006 წლები – პრეზიდენტი, საქართველოს სტუდენტ – მედიკოსთა ასოციაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები