მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეზერტირების ბაზრობის ადგილზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება - ვინ არის ინვესტორი?

63d7d1614e720
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.23 18:26
20499
თბილისში დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა არის დაგეგმილი - შესაბამისი განაცხადით მერიის არქიტექტურის სამსახურს კომპანია “თბილისი მოლმა” უკვე მიმართა.

არქიტექტურული პროექტის მიხედვით, შენობა 17.5 მეტრის იქნება და მასში ორი სართული განთავსდება. განაშენიანების საერთო ფართობი 17,994 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის განაცხადზე პასუხი 2023 წლის 10 თებერვალს იქნება. 

დეზერტირების ბაზრობა CBS ჯგუფის საკუთრებას წარმოადგენს. კომპანიის 26%-იან წილს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ფლობს. ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელია ლაერტ ზუბადალაშვილი; 44%-ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ჰოლდექს ინტერსეილს კორპი, ხოლო 10%-ს ფიზიკური პირი ილონა მეტრეველი.

No description available.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები