დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკისთვის მონაწილეების შერჩევა იწყება ინოვაციური ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენება დეზინფორმაციის კვლევის პროცესში - ბანაკი, რომელსაც ფორსეტი Zinc Network-თან პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით მასპინძლობს, სწორედ ამ თემას შეეხება. პროგრამის მიზანი მედიასა და აკადემიაში დეზინფორმაციის კვლევისა და გაშუქების ინოვაციური მეთოდების დანერგვაა. პროგრამის ფარგლებში წარმატებული ჟურნალისტები და სტუდენტები გრანტის მიღების შესაძლებლობით ისარგებლებენ და პროცესი ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად ინტელექტუალურსაც მოიცავ. მათ შორის ტრენინგებს, მედია კვლევის უნარებს და პრაქტიკულ თუ თეორიულ ცოდნას რაც რამდენიმე ეტაპიანი ბანაკის პირობებში მსურველებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
სტუმარი: ჯუბო ბერიძიშვილი - "ფორსეტის" პროექტების კოორდინატორი;